ასპინძის მუნიციპალიტეტის სსიპ სოფელ ოთის საჯარო
სკოლის I კლასის მასწავლებლის თეა მურადაშვილის საწრეო
მუშაობის გეგმა -
მათმატიკაში
საწრეო მუშაობის
თემა: „ჩვენ და ციფრები“
მოსწავლეთა რაოდენობა - 4. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს
სასწავლო პროცესში I კლასელებზე დაკვირვებისას
მივხვდი ,რომ მათთვის
საჭირო იყო დამატებითი გაკვეთილების
ჩატარება, რაც აისახება მოსწავლეების
უკეთესს შედეგებზე
მიზანი: მათემატიკური მცნებების
ცოდნა.
·
კომუნიკაციური უნარების
განვითარება.
·
მათემატიკური
ამოცანების მოკლე ჩანაწერის
გაკეთება და მისი ამოხსნა.
·
შეძლონ რიცხვების შედარება ,რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და 20-ის ფარგლებში
რიცხვებზე შეკრება -გამოკლების
შესრულება.
I კლასის მათემატიკის
წრის თემები:
1. ვემზადებით
ციფრებისა და რიცხვების
შესასწავლად და მათ შედგენილობაზე სამუშაოდ.
2. ნული. ნულის
თვისებები.
3. ამოცანა.
ამოცანის პირობის გამოყოფა
და კითხვის დასმა.
4. არითმეტიკული
მოქმედებები რიცხვებზე(შეკრება -გამოკლება)
5. არითმეტიკული
მოქმედებები რიცხვებზე(უცნობი შესაკრების
პოვნა)
6.ლოგიკური
ამოცანების მუშაობა.
7. გეომეტრიული
ფიგურები.
8. 20-მდე რიცხვები. რიცხვებზე
ათეულების გამოყოფა ,მასზე
შეკრება გამოკლების შესრულების
გზების სწავლება .
9. ეროვნული
ფული.
10. შეჯამება.
საწრეო
მუშაობის შექმნის შესახებ ,ვესაუბრე როგორც
მოსწავლეებს ,ასევე მშობლებს გავაცანი და დავურიგე კითხვარი საწრეო მუშაობის
პროგრამის შესახებ.(კვირაში ერთი დღე -ორშაბათი ,გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წუთი.)
საწრეო მუშაობაში ჩაერთო I კლასის ყველა მოსწავლე.
პირველი მეცადინეობა. ჩავატარე
მინი ლექცია ,სადაც მოსწავლეებს გავაცანი წრის მიზანი და ვისაუბრეთ მათემატიკის მნიშვნელობაზე .მოსწავლეებს გავამეორებინე რიცხვები 1-დან 20-მდე და მათი შედგენილობა. მოსწავლეებმა გააკეთეს
მაგალითები 20-ის ფარგლებში ათეულის და ერთეულის გამოყოფაზე.
მეორე მეცადინეობა: ვიმუშავეთ 20-ის ფარგლებში კერძოდ
რიცხვისთვის ნულის მიმატებაზე,
ნულის გამოკლებაზე , ნულისთვის რიცხვის
მიმატებაზე და და ნულის გამოყოფაზე.
მესამე
მეცადინეობა: ვისაუბრეთ ამოცანის პირობის შესწავლაზე , კითხვის დასმაზე და
ამოხსნაზე. მოსწავლეებმა ერთმანეთისგან გამოყვეს
და გაარჩიეს პირობა
და კითხვა. ვიმუშავეთ ამოცანის ჩაწერაზე
და ამოხსნაზე.
მეოთხე მეცადინეობა:
გავაკეთეთ მაგალითები არითმეტიკულ მოქმედებებზე(შეკრება - გამოკლებაზე) ასევე ვივარჯიშეთ ზეპირ ანგარიშში-ოცის ფარგლებში.(პრაქტიკულად ვიმუშავეთ
. თვითონაც უსვამდნენ შეკითხვებს და ეჯიბრებოდნენ სწორი პასუხების დაგროვებაში).
მეხუთე მეცადინეობა: ამ მეცადინეობაზე
შევასწავლე მოსწავლეებს შეკრების
კომპონენტები: I შესაკრები
,მეორე შესაკრები და ჯამი. აგრეთვე
შევასწავლე ცნობილი შესაკრები ,უცნობი შესაკრები
და ჯამი. ამოვხსენით მაგალითები
უცნობი შესაკრების პოვნაზე
და დავისწავლეთ წესები.
მეექვსე მეცადინეობა:
ამ მეცადინეობაზე მოსწავლეებს
შევახსენე თუ რა არის ლოგიკური
ამოცანები. ვიმუშავეთ ლოგიკურ ამოცანების
შედგენაზე. ამოვხსენით და ჩავწერეთ
რვეულებში. ასევე ამოვხსენით ზეპირად.
მეშვიდე
მეცადინეობა: სასწავლო პროგრამიდან გამომდინარე
დიდი დრო აქვს დათმობილი გეომეტრიული
ფიგურების შესწავლას. გეომეტრიული ფიგურები
ჩავხაზეთ რვეულში და მივუწერეთ
თავისი დასახელება .ვიმუშავეთ ერთი ფიგურიდან რამდენიმე
ფიგურის შექმნაზე .შემდეგ კი ფერადი
ფურცლებისგან გამოვჭერით ნასწავლი გეომეტრიული
ფიგურები და შევეცადეთ აგვეწყო მისგან
ახალი საგნები და ფიგურები.
მერვე მეცადინეობა:
რიცხვებში ათეულების გამოყოფა
და მათზე. ვცდილობ მოსწავლისთვის
გასაგებ ენაზე და წიგნში მოცემული სავარჯიშოების დახმარებით შევასწავლო 20-ის ფარგლებში
ორნიშნა რიცხვისთვის ერთნიშნა რიცხვის გამოკლება. დამრგვალება ათამდე და შემდეგ მისთვის
დარჩენილი რიცხვის გამოკლება. მიმატების დროს კი რიცხვის ათამდე შევსება, შემდეგ კი 10-სთვის დარჩენილი რიცხვის მიმატება.
მეცხრე მეცადინეობა: ამ მეცადინეობაზე შევისწავლეთ ქართული ეროვნული ფული.
გავეცანით ბანკნოტებს:5, 10, 20.აგრეთვე 1ლარიანს და 2 ლარიანს. შემდეგ მოვაწყეთ პატარა მაღაზია, სადაც საგნებს დავადეთ ფასი, ავირჩიეთ ერთი გამყიდველი , დანარჩენები კი იყვნენ
მომხმარებლები. ისინი ირჩევდნენ საგნებს საყიდლად და იხდიდნენ
ღირებულ თანხას. იღებდნენ ფულს და უბრუნებდნენ ხურდას .ეს
აქტივობა ბავშვებს ძალიან
მოეწონათ . შემდეგ კი ეს ბანკნოტები ჩავაწებეთ სამუშაო რვეულში. ამ გაკვეთილით შეისწავლეს ქართული ფულის გამოყენება.
მეათე გაკვეთილი:
ეს მეცადინეობა იყო მთელი საწრეო
სამუშაოს შეჯამება. ათი მეცადინეობის განმავლობაში
განვლილი თემების განმეორება
და ხელახლა გახსენება .ამ მეცადინეობაზე
გამოჩნდა ,რომ ბავშვებს
ნასწავლი კარგად ახსოვდა თ
და დამოუკიდებლადაც კი შეეძლოთ მუშაობა.
შეფასება. ყოველ გაკვეთილიზე
ვაწარმოებდი ჩანაწერებს გაკვეთილის
აქტივობებიდან გამომდინარე და მოსწავლეებს ვაძლევდი უკუკავშირს. აქტივობის
შემდეგ კი ინდივიდუალურად ვაფასებდი განმავითარებელი.
რესურსები: საანგარიშო, პლაკეტები, ფორმატის ფურცლები, მარკერი, ფერადი ფურცლები ,
ცარცი, დაფა, რვეული, კალამი, სასწავლო კომპიუტერი , ფერადი ფანქრები, მაგნიტური დაფა ,საანგარიშო
საწრეო
მუშაობის ფოტო მასალა განთავსებულია: teamuradashvili4.blogspot.com
No comments:
Post a Comment